GE

way2SUSTAINABILITY – ქალთა ეკონომიკური გაძლიერება

#way2SUSTAINABILITY-ის 9 მარტის რუბრიკა დაეთმო ქალთა ეკონომიკურ- სოციალურ გაძლიერებას, ამ სფეროში საქართველოში არსებულ რთულ ვითარებასა და ქართული კომპანიების პრიორიტეტებს ამ მიმართულებით.

საქსტატის 2021 წლის მონაცემებით ქალები კომპანიების მხოლოდ 30%-ს ფლობენ.

საქართველოში გენდერული სახელფასო სხვაობა 36%-ია.

Რუბრიკის სტუმრები იყვნენ: ნათიკა ბერძული – თეგეტა ჰოლდინგის სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი ნინო გიორგაძე – სოციალური საწარმო სამკერვალო ლიდერის დამფუძნებელი.

რუბრიკის მიზანია ბიზნესს უკეთ დავანახოთ კორპორაციული მდგრადობის მნიშვნელობა და სარგებელი, ასევე საზოგადოებაში ავამაღლოთ ცნობიერება იმ სტანდარტებსა და ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებებზე, რომლის შესრულება აუცილებელია საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისთვის.რუბრიკა მზადდება შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით პროექტის ფარგლებში “ლიდერობა მდგრადი განვითარებისთვის საქართველოში”

გააზიარე: