GE

way2SUSTAINABILITY/გზა მდგრადობისკენ

6 თვის განმავლობაში, ყოველ ოთხშაბათს, „way2Sustainability” /„გზა მდგრადობისკენ“ რუბრიკის ფარგლებში ვისაუბრებთ კორპორაციული მდგრადობის პრაქტიკაზე საქართველოში და საზღვარგარეთ და ამ მიმართულებით არსებულ ტენდენციებზე.

რუბრიკის მიზანია ბიზნესს უკეთ დავანახოთ კორპორაციული მდგრადობის მნიშვნელობა და სარგებელი, ასევე საზოგადოებაში ავამაღლოთ ცნობიერება იმ სტანდარტებსა და ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებებზე, რომლის შესრულება აუცილებელია საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისთვის.

ჩვენი პირველ ჩართვა შეეხება არსებული მდგომარეობის მიმოხილვას საქართველოში, როგორ ესმის ბიზნეს სექტორს კორპორაციული მდგრადობა და როგორ განვითარდა ეს სფერო ბოლო 5 წლის განმავლობაში. ჩვენი სტუმრები იქნებიან:ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი – ეფეს საქართველო • Efes Georgia-ის კორპორაციულ საქმეთა დირექტორი; თამარ როდონაია – საკომუნიკაციო ჯგუფის ანაგრამას თანადამფუძნებელი

რუბრიკა მზადდება შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით პროექტის ფარგლებში “ლიდერობა მდგრადი განვითარებისთვის საქართველოში”

გააზიარე: