GE

დეპუტატებისთვის წყლის რესურსების მართვის რეფორმის პოლიტიკის დოკუმენტის განხილვა გაიმართა

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა პარლამენტის წევრებისთვის წყლის რესურსების მართვის რეფორმის პოლიტიკის დოკუმენტის განხილვა გამართა.

შეხვედრა გაიმართა USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის საგრანტო აქტივობის ფარგლებში: „საქართველოს პარლამენტში საჯარო-კერძო დიალოგის პლატფორმის მდგრადობის მხარდაჭერა და შესაძლებლობების გაზრდა“, რომელსაც გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი პარლამენტთან თანამშრომლობით ახორციელებს.

შეხვედრაზე წყლის რესურსების მართვის რეფორმის პოლიტიკის დოკუმენტისა და ადვოკატირების სტრატეგიის სამუშაო ვერსიები განიხილეს. ადვოკატირების სტრატეგია მიზნად ისახავს ადვოკატირების მიდგომების დანერგვას საჯარო-კერძო დიალოგის ინსტიტუციონალიზაციისა და ბიზნეს გარემოსთვის პრიორიტეტული რეფორმების განხორციელების მიზნით.

ასევე, განხილულ იქნა პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს პარლამენტსა და კერძო სექტორს შორის ეკონომიკური რეფორმების ირგვლივ დიალოგის განმტკიცებას და პარლამენტში საჯარო-კერძო დიალოგის მდგრადი პლატფორმის შექმნას.

გააზიარე: