GE

ადვოკატთა საერთაშორისო კონფერენცია

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა, სალომე ზურაბიშვილმა ადვოკატთა საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიება, რომლის მთავარი თემა ბიზნესი და ადამიანის უფლებები იყო, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებით, ევროპის ადვოკატთა ასოციაციასთან თანამშრომლობით და გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მხარდაჭერით გაიმართა.

სალომე ზურაბიშვილმა კონფერენციის სესიაზე ბიზნესისა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო ᲩარᲩო სტანდარტების შესახებ ისაუბრა.

ბიზნესისა და ადამიანის უფლებების თემაზე საერთაშორისო კონფერენცია საქართველოში წელს პირველად ჩატარდა და მის მიზანს აღნიშნულ სფეროში სხვადასხვა ქვეყნის ადვოკატებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, ასევე, ამ სფეროში ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების პოპულარიზაცია იყო.

ღონისძიებაში ათი ქვეყნის ადვოკატთა ასოციაციების წარმომადგენლები, ასევე, ევროპის ადვოკატთა ასოციაციებისა და სამართლის საზოგადოების საბჭოს (CCBE) და ევროპის ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი პირები მონაწილეობდნენ.

კონფერენციის ფინანსური მხარდამჭერები იყვნენ: USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი, ევროპის საბჭო, ამერიკის სოლიდარობის ცენტრი და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი.

გააზიარე: