GE

Business & Human Rights – მეორე სამუშო შეხვედრა

22 მარტს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა “Business & Human Rights’’ მეორე ადგილობრივი სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ევროკავშირის უახლეს რეგულაციებზე, ადამიანის უფლებების გულმოდგინე შეფასების პროცესზე და ადამიანის უფლებებზე პოტენციური და რეალური გავლენის იდენტიფიცირების ინსტრუმენტზე.

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში გაიმართა. მონაწილეებმა განიხილეს პრაქტიკული სავარჯიშო, ასევე, იმსჯელეს გამოწვევებზე და ბიზნესის მხრიდან ადამიანის უფლებების პატივისცემის მნიშვნელობაზე.

“Business & Human Rights’’ აქსელერაციის პროგრამა არის გაეროს გლობალური შეთანხმების 6 თვიანი სასწავლო კურსი, რომელიც მოიცავს როგორც გლობალურ სესიებს, ასევე, ადგილობრივ სამუშაო შეხვედრებს. პროგრამის მიზანია, დაეხმაროს კომპანიებს, შეიძინონ ის ცოდნა და უნარები, რომელთა მეშვეობითაც შეძლებენ, შეაფასონ მათი კომპანიის გავლენა ადამიანის უფლებებზე, წარმართონ ადამიანის უფლებების გულმოდგინე შეფასების პროცესი და გააცნონ ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით მათ მიერ განვლილი გზა დაინტერესებულ მხარეებსა და საზოგადოებას.

გააზიარე: