საინფორმაციო სესია კერძო სექტორისთვის მცხეთაში
2025 წლის 17 სექტემბერს, მცხეთაში, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა კერძო სექტორისთვის საინფორმაციო სესია გამართა, რომელსაც 15-მდე ადგილობრივი კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო.
შეხვედრაზე გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიმდინარე აქტივობები და ინიციატივები განიხილეს. ქსელის წარმომადგენლებმა დამსწრეებს გააცნეს, თუ რას სთავაზობს ორგანიზაცია კერძო სექტორს და რამდენად დიდია კერძო სექტორის როლი მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის პროცესში.
სესიის მონაწილეებმა, ასევე, ისაუბრეს საკუთარ გამოცდილებებზე კორპორაციული მდრადობის მიმართულებით.