GE

გაეროს ლიდერების სამიტი 2016

22-23 ივნისს, CiDA-ს CSR მენეჯერმა, გაეროს გლობალური შეთანხმების ადგილობრივი ქსელის საკონტაქტო პირმა, სალომე ზურაბიშვილმა – და “აჭარის ჯგუფის” აღმასრულებელმა დირექტორმა, ვალერი ჩეხერიამ მონაწილეობა მიიღეს გაეროს გლობალური შეთანხმების ლიდერების სამიტსა და პიონერთა ღამეში: ლიდერთა ვახშამი.

ლიდერთა სამიტი გაიმართა ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში და გაიხსნა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანის – პან გი მუნის მიერ. სამიტს ესწრებოდა 1000-მდე საერთაშორისო ბიზნესის წარმომადგენელი და გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელების წევრები.

სამიტმა დახმარება გაწია ახალი მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მოქმედების გასაუმჯობესებლად ბიზნეს სექტორში. სამიტზე განიხილეს ის გზა რომლის გავლაც აუცილებელია გლობალური მიზნების ადგილობრივი ბიზნესებისკენ მოსამართად, ლიდერებმა ერთობლივად განსაზღვრეს სამოქმედო შესაძლებლობები და ინოვაციების საშუალები SDG-ის გარშემო.

22 ივნისს სალომე ზურაბიშვილმა და ვალერი ჩეხერიამ შეხვედრა გამართეს გაეროში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელთან, კახა იმნაძესთან. შეხვედრაზე საქართველოში კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის სფეროში სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

სალომე ზურაბიშვილი, ასევე, დაესწრო გაეროს გლობალური შეთანხმების მიერ ოგანიზებულ დახურვის შეხვედრას, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნების 33 წარმომადგენელი მონაწილეობდა. შეხვედრის მიზანი იყო კონფერენციის შეჯამება, მოსაზრებების გაზიარება, მომავალი მიზნების და გეგმების დასახვა.

ვიზიტის ხარჯები დაფინანსდა “აჭარის ჯგუფის” მიერ.

გააზიარე: