GE

Idea Pitching – ტრენინგი თემაზე “როგორ ვეთანამშრომლოთ ბიზნესს”

Idea Pitching | USAID

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით (CSEP), გაიმართა ტრენინგი თემაზე – „როგორ ვეთანამშრომლოთ ბიზნესს“.

ტრენინგის პირველ ნაწილში ყურადღება სამოქალაქო  სექტორსა და ბიზნესთან თანამშრომლობის აუცილებლობაზე გამახვილდა. ასევე, სექტორული თანამშრომლობის მიმართულებით, განხილული იქნა პრაქტიკული მაგალითები. აღნიშნული თემატური მიმართულებების შესახებ გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ბიზნესთან ურთიერთობის მიმართულების ხელმძღვანელმა, რატი ზაუტაშვილმა ისაუბრა. მულტისექტორულ პარტნიორობის შესახებ კერძო სექტორის პერსპექტივა მონაწილეებს „საქართველოს ბანკის“ ფონდის – „სიცოცხლის ხე“ დირექტორმა, ანა თათულაშვილმა გააცნო.

ტრენინგის  სპეციფიკიდან გამომდინარე, სამომავლოდ ბიზნესთან თანამშრომლობისა და პოტენციური პარტნიორობის გაღრმავების მიზნით, წარმოდგენილ იქნა სხვადასხვა საპროექტო წინადადებები.

სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, მონაწილეობა სამოქალაქო სექტორის 14-მა წარმომადგენელმა მიიღო.      

გააზიარე: