GE

მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელთათვის სასერტიფიკატო კურსი გრძელდება

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის კორპორაციული მდგრადობის აკადემიაში მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელთათვის სასერტიფიკატო კურსი გრძელდება.

მოდულის – “ეთიკური ლიდერობა”, ფარგლებში, საუბარი შეეხო ლიდერობასა და ლიდერობის სხვადასხვა სტილს, თვისებებსა და უნარ-ჩვევებს. დამსწრეებმა, ასევე, იმსჯელეს ეთიკური ლიდერობისა და ეთიკური გადაწყვეტილებების მნიშვნელობაზე, ღირებულებებზე, ნორმებზე, დამოკიდებულებებსა და ქცევაზე. ასევე, განხილულ იქნა ეთიკური ლიდერობის მოდელები და ეთიკური დილემების მაგალითები.

აქტივობა ხორციელდება USAID/Georgia-ს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერითა და შვედეთის მთავრობასთან თანამშრომლობით.

გააზიარე: