GE

მედია პასუხისმგებლიანი ბიზნესისთვის

9-10 ივნისს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით, ბათუმში, ეროვნული და რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის სამუშაო შეხვედრა – „მედია პასუხისმგებლიანი ბიზნესისთვის“ გაიმართა.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, მედიის წარმომადგენლებს გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მანდატსა და საქმიანობაზე, ასევე, საქართველოში კორპორაციული მდგრადობის კომუნიკაციაზე ქსელის აღმასრულებელი დირექტორი, სალომე ზურაბიშვილი ესაუბრა.

თემაზე – მედიის მნიშვნელობა საქართველოში კორპორაციული მდგრადობის განვითარებაში „აჭარისწყალი ჯორჯიას“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელმა, იზა გოცაძემ და „კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის“ გარემოს დაცვისა და სოციალური საკითხების ხელმძღვანელმა, ნანა ბერძენიშვილმა ისაუბრეს. გაიმართა დისკუსიაც.

კორპორაციული მდგრადობის მიმართულებით, მედიას, BDO-ს გამოცდილება გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის გამგეობის წევრმა და BDO საქართველოს მმართველმა პარტნიორმა, ზურაბ ლალაზაშვილმა გაუზიარა.

კერძო სექტორის პერსპექტივაზე ისაუბრა „თიბისი ბანკის“ გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის საკითხების კოორდინატორმა, მაკა ბოჭორიშვილმა.

სამუშაო შეხვედრაზე, ყურადღება გამახვილდა კორპორაციული მდგრადობის ჯილდოს კონკურსისა და მედიაკონკურსის – „მედია პასუხისმგებლიანი ბიზნესისთვის საქართველოში“ შესახებ, რომელთა გამარჯვებულებიც, ტრადიციულად, მიმდინარე წლის ოქტომბერში გამოვლინდებიან.

ხილეთ ფოტოგალერეა.

გააზიარე: