GE

პარტნიორობის ფორუმი 2023

29 ნოემბერს, სასტუმრო „პულმან თბილისი აქსის თაუერსში“, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ინიციატივით და USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით პარტნიორობის ფორუმი გაიმართა.

დამსწრეებს მისასალმებელი სიტყვით გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა, სალომე ზურაბიშვილმა და USAID სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის შიდა რესურსების მობილიზაციის მრჩეველმა, ბორის სტრეკანსკიმ მიმართეს.

ღონისძიებაში, რომელშიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა, ორგანიზაციებმა საკუთარი იდეები წარადგინეს და ბიზნესთან თანამშრომლობის შესაძლებლობებს განიხილეს.

ფორუმის ფარგლებში, საკუთარი საქმიანობისა და განხორციელებული პროექტების შესახებ პრეზენტაციები სამოქალაქო საზოგადოების ექვსმა ორგანიზაციამ წარადგინა:

ტექგოგო

მთიელი წიგნები

ცოდნის კაფე/Knowledge Cafe

მშობლები განათლებისთვის

ანიკა

ნინო ქათამაძის ფონდი

ღონისძიების მთავარმა პარტნიორმა კომპანიებმა: Swiss Capital, Combined Ratio Solutions, Wondernet Express Investment Group, RMG, Tegeta Holding და Fireflies, წინასწარ განსაზღვრული პრიორიტეტული მიმართულებების მიხედვით, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების პროექტების მოკლე პრეზენტაციებს ინდივიდუალურად მოუსმინეს და გამარჯვებულები ადგილზე შეარჩიეს.

Swiss Capital: „ლილიფარი“ და „მთიელი წიგნები“; Combined Ratio Solutions: „ჩართე“ და „ცოდნის კაფე“;Wondernet Express Investment Group: სუპერგმირი და Helping Hand; RMG – ტექგოგო და კავშირი „ფრეია“;თეგეტა ჰოლდინგი – „მთიელი წიგნები“; Fireflies: „მომავლის ფერმერი“ და „სალამი“

აღნიშნული ღონისძიებით, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი “Giving Tuesday”-ს გლობალურ კამპანიას შეუერთდა.

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით და USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით პარტნიორობის ფორუმი უკვე მეორედ ჩატარდა. ორი წლის განმავლობაში, ქსელმა 90-ზე მეტ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციასთან იმუშავა. შედგა 30 -ზე მეტი პარტნიორობა. ფორუმის შედეგად, ბიზნეს სექტორის მიერ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის გაწეული ფინანსური და ტექნიკური დახმარება 213 000 ლარზე მეტს შეადგენს.

გააზიარე: