GE

ქალთა გაძლიერების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

30 მაისს ბიზნეს სექტორში ქალთა გაძლიერების სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა მიმდინარე და სამომავლო აქტივობებზე იმსჯელეს. ასევე, ბიზნეს სექტორში ქალთა გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით, განიხილეს ერთობლივი გზავნილების მნიშვნელობა და სამუშაო ფორმატი.

შეხვედრისას მონაწილეებმა ქალთა გაძლიერების პრინციპების განხორციელების ყველა ეტაპზე კომპანიების ხელმძღვანელების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. კომპანიის ხელმძღვანელების მოტივაციის ზრდის და ბიზნეს სარგებლის უკეთ წარმოსაჩენად ,,სიდა” წარადგენს საერთაშორისო და ადგილობრივ სტატისტიკურ მონაცემებს.

შეხვედრის მონაწილეებმა სამომავლო გეგმებიც განიხილეს. სამუშაო ჯგუფის წევრებისთვის გაიმართება გასვლითი სამუშაო შეხვედრა, რომელიც ფოკუსირებული იქნება გენდერული თანასწორობისა და მრავალფეროვნების საკითხებზე. შეხვედრაზე განიხილება შემდეგი ძირითადი თემატური საკითხები: ქალთა გაძლიერების პრინციპები, უთანასწორობა შრომით ურთიერთობებში, სქესის ნიშნით დისკრიმინაცია, შევიწროება და სექსუალური შევიწროება დასაქმების ადგილას.  

ქალთა გაძლიერების ჯგუფი შეიქმნა 2016 წელს და ამჟამად მასში გაწევრიანებულია 17 კომპანია. აქედან, 14 კომპანიაში მიმდინარეობს ქალთა გაძლიერების პრინციპების 3 წლიანი სამოქმედო გეგმების მიღება.

სამუშაო ჯგუფის ძირითადი ამოცანაა ინფორმაციის, გამოცდილების გაზიარება და  ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა.

გააზიარე: