GE

Target Gender Equality – მე-4 მოდული

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით, აქსელერაციის პროგრამის Target Gender Equality-ის მეოთხე მოდული – მიზნების განსაზღვრა და შესრულება ჩატარდა.

სესიის განმავლობაში, პროგრამის მონაწილეებს შესაძლებობა ჰქონდათ, კოლეგებთან ერთად განესაზღვრათ ამბიციური, მაგრამ რეალისტური მიზნები; გაცნობოდნენ ორგანიზაციული სტრუქტურების ისეთ ფორმებს, როგორიცაა საბჭოები და სამუშაო ჯგუფები, ასევე, ინტერაქტიული სავარჯიშოს დახმარებით ემსჯელათ სამოქმედო გეგმებზე.

Target Gender Equality გაეროს გლობალური შეთანხმების წევრი კომპანიებისთვის მოქმედი აქსელერატორი პროგრამაა. მისი მიზანია, დაეხმაროს კომპანიებს ქალთა გაძლიერების პრინციპების დანერგვაში და გააძლიეროს მათი წვლილი მდგრადი განვითარების 5.5 და 8.5 მიზნების შესრულებაში. აღნიშნული მიზანი 2030 წლისთვის მართვაში ქალთა სრულ და თანაბარ მონაწილეობას და ბიზნესში თანაბარი ანაზღაურების მიღწევას ითვალისწინებს.

გააზიარე: