GE

UNCAC COSP მეათე სესია

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ბიზნესთან ურთიერთობის მიმართულების ხელმძღვანელი, რატი ზაუტაშვილი 11-12 დეკემბერს აშშ-ის ქალაქ ატლანტაში, გაეროს კონვენციის კორუფციის წინააღმდეგ მონაწილე სახელმწიფოთა კონფერენციის (UNCAC COSP) მეათე სესიის სხდომის ფარგლებში, გაეროს ნარკოტიკების და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისისა და გაეროს გლობალური შეთანხმების მიერ ორგანიზებულ კერძო სექტორის ფორუმს დაესწრო.

კერძო სექტორის ფორუმი, ბიზნესის კეთილსინდისიერების განმტკიცების კოლექტიური მიზნით, გლობალურ აუდიტორიას ბიზნეს საზოგადოების, საჯარო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური და საერთაშორისო ორგანიზაციების შესაბამის დაინტერესებულ მხარეებს აერთიანებს.

ფორუმის ფარგლებში, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის წარმომადგენლის მიერ გამართული შეხვედრებისას, განხილულ იქნა მომდევნო წლებში, საქართველოში, ანტიკორუფციული პრაქტიკების დანერგვაში კერძო სექტორის წარმომადგენლების აქტიური ჩართულობა.

ფორუმის მიმდინარეობისას განიხილეს კორუფციის წინააღმდეგ გაეროს კონვენციისა და გაეროს გლობალური შეთანხმების მეათე პრინციპის მიღების შემდეგ მიღწეული შედეგები; როგორ უნდა იქნას გამოყენებული კოლექტიური მოქმედების მიდგომა, რათა გავლენა მოახდინოს 2030 წლის დღის წესრიგზე და გააძლიეროს ეკოსისტემა, რომელშიც კომპანიები ოპერირებენ; კერძო სექტორის მიერ შეტანილი წვლილი სახელმწიფოების მხრიდან ანტიკორუფციული პრაქტიკების სტიმულირებისა და ამავდროულად, არასათანადო ქმედებების წინააღმდეგ სანქციების დაწესების კუთხით.

კერძო სექტორის ფორუმი შეაჯამა გაეროს გლობალური შეთანხმების აღმასრულებელმა დირექტორმა სანდა ოჯიამბომ, რომელმაც წარადგინა 500-ზე მეტი კომპანიის მიმართვა 16 ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან, მთავრობებისთვის გაააქტიურონ ანტიკორუფციული ძალისხმევა.

გააზიარე: