GE

დონორთა საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით, დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს დიპლომატიური მისიების, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა, სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს ორგანიზაციის მისია, საქმიანობა, მთავარი მიღწევები და სამომავლო გეგმები გააცნო. განხილულ იქნა თანამშრომლობის პერსპექტივა და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები.

შეხვედრა შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით გაიმართა.

გააზიარე: