GE

ყაზახეთში გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელის მიერ ორგანიზებული ღონისძიებები და შეხვედრები გაიმართა

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა, სალომე ზურაბიშვილმა, 3-5 აპრილს, ყაზახეთში გაეროს გლობალური შეთანხმების მიერ გამართულ ღონისძიებებსა და შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა.


3 აპრილს, გაიმართა შეხვედრა ალმატის პოლიტექნიკური უნივერსიტეტში, სადაც სალომე ზურაბიშვილმა და გაეროს გლობალური შეთანხმების ადგილობრივმა მენეჯერმა ყაზახეთში, დინარა სეიჯაფაროვამ, უნივერსიტეტის რექტორთან განათლების სფეროში კორპორაციული მდგრადობის პოპულარიზაციის მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებებლობები განიხილეს.
4 აპრილს გაიმართა სამუშაო შეხვედრა, სადაც გაეროს გლობალური შეთანხმების ადგილობრივი ქსელების როლსა და შუა აზიის ქვეყნების საკონსულტაციო საბჭოს შექმნის გეგმაზე იმსჯელეს.
სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს ქსელის მაგალითზე, დეტალურად ისაუბრა ადგილობრივი ქსელის ღირებულებით წინადადებაზე, მონაწილეთა ქსელის ინიციატივებში ჩართულობასა და ადგილობრივ დონეზე, სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან მუშაობის მნიშვნელობაზე.
5 აპრილს, სალომე ზურაბიშვილმა მონაწილეობა მიიღო ყაზახეთში, გაეროს გლობალური შეთანხმების ადგილობრივი მენეჯერისა და გაეროს რეზიდენტ კოორდინატორის მიერ ორგანიზებულ ფორუმში – „მდგრადი ბიზნესი ყაზახეთში“ .

ფორუმზე, ყაზახეთის სახელმწიფოსა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა, ასევე მოწვეულმა საერთაშორისო სტუმრებმა თანამედროვე მსოფლიოში ბიზნესის როლსა და ჩართულობაზე მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების პროცესში, ასევე შიდა ოპერაციებში გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) მიდგომების დანერგვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
სალომე ზურაბიშვილმა, პანელური დისკუსიის ფარგლებში, დამსწრეებს გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის საქმიანობა გააცნო და დაინტერესებულ მხარეებთან კორპორაციული მდგრადობის წახალისების მიზნით თანამშრომლობის გამოცდილება გაუზიარა.

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ გაეროს გლობალური შეთანხმების სათაო ოფისის წარმომადგენლები, ყაზახეთის ბიზნეს სექტორის აღმასრულებელი რგოლის და მულტინაციონალური საწარმოების წარმომადგენლები.

გააზიარე: