GE

კორპორაციული მდგრადობის აკადემიაში სასერტიფიკატო კურსი წარმატებით დასრულდა

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის კორპორაციული მდგრადობის აკადემიაში 60 საათიანი სასერტიფიკატო კურსი წარმატებით დასრულდა.

კურსის ფარგლებში, მონაწილეები გაეცნენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა ბიზნეს ოპერაციებში კორპორაციული მდგრადობის სტანდარტების დანერგვა, ეთიკური ლიდერობა, ბიზნესის კეთილსინდისიერება და კორუფციასთან ბრძოლა, მდგრადობა გარემოსდაცვით და სოციალურ ჭრილში და სხვა.

ლექციებს, რომლებიც ჰიბრიდულ რეჟიმში მიმდინარეობდა, სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის კორპორაციული მდგრადობის აკადემიის სასერტიფიკატო კურსი ჩატარდა შვედეთის მთავრობის მხარდაჭერითა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მდგრადობის ლაბორატორიასთან თანამშრომლობით.

გააზიარე: