GE

მოლდოვაში ეკო-ინოვაციების პერსპექტივის შესახებ ეროვნული ვორკშოპი გაიმართა

30 მარტს, მოლდოვაში, ეკო-ინოვაციების პერსპექტივის შესახებ ეროვნული ვორკშოპი გაიმართა, სადაც მონაწილეობა გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მდგრადობისა და პარტნიორობის მიმართულების ხელმძღვანელმა, ნინო კვანტრიშვილმა მიიღო.

ნინო კვანტრიშვილმა საქართველოში მცირე და საშუალო ზომის საწარმოებში ეკო-ინოვაციების პოტენციალის შეფასების პროცესის შესახებ ისაუბრა. მან დამსწრე საზოგადოებას გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ ჩატარებული 8 კომპანიის შეფასების, ახალი ბიზნეს მოდელების, სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესი, გამოვლენილი გამოწვევები და ძირითადი მიღწევები გააცნო.

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი გაეროს გარემოსდაცვით პროგრამასთან ერთად, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის – ევროკავშირი გარემოს დაცვისთვის ფარგლებში, საქართველოს მცირე და საშუალო ზომის საწარმოებში ეკო-ინოვაციური მიდგომების პოპულარიზაციას ახორციელებდა.

გააზიარე: