GE

SDG ინოვაციების აქსელერატორის მეორე სამუშაო სამუშაო შეხვედრა გაიმართა

კავკასიის უნივერსიტეტში გაეროს გლობალური შეთანხმების პროგრამის – SDG ინოვაციების აქსელერატორის მეორე სამუშაო სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

მონაწილეებმა გამოწვევებსა და აღნიშნული გამოწვევების გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.

შეხვედრას ფასილიტაცია გაეროს განვითარების პროგრამის „საჯარო მმართველობის მხარდაჭერა საქართველოში“ პროექტის მენეჯერმა, სესილი ვერძაძემ გაუწია.

SDG ინოვაციის აქსელერაციის პროგრამა პირველად ტარდება საქართველოში. გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ექსკლუზიური პარტნიორია კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრი.

SDG Innovation აქსელერატორი ახალგაზრდა ინოვატორებისთვის გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელი წევრებისთვის შექმნილი პროგრამაა. პროგრამის მიზანია, დაეხმაროს ახალგაზრდა პროფესიონალებს ბიზნეს ინოვაციებისა და მდგრადი განვითარების მიზნების ეფექტურად დანერგვაში.

SDG ინოვაციების აქსელერატორი ახალგაზრდა ინოვატორებისთვის გაეროს გლობალური შეთანხმებისა და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ხორციელდება.

გააზიარე: