GE

SDG ინოვაციების აქსელერატორის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

კავკასიის უნივერსიტეტში გაეროს გლობალური შეთანხმების პროგრამის – SDG ინოვაციების აქსელერატორის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე, რომლის მთავარი თემაც გამოწვევების ინდენტიფიცირება იყო, პროგრამის მონაწილეები დეტალურად გაეცნენ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს, განიხილეს მათი კომპანიების წინაშე არსებული გამოწვევები და შეასრულეს თემატური სავარჯიშოები.

შეხვედრას ფასილიტაციას გაეროს განვითარების პროგრამის „საჯარო მმართველობის მხარდაჭერა საქართველოში“ პროექტის მენეჯერი, სესილი ვერძაძე უწევდა.

SDG ინოვაციის აქსელერაციის პროგრამა პირველად ტარდება საქართველოში. გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ექსკლუზიური პარტნიორი არის კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრი.

SDG Innovation აქსელერატორი ახალგაზრდა ინოვატორებისთვის გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელი წევრებისთვის შექმნილი პროგრამაა. პროგრამის მიზანია, დაეხმაროს ახალგაზრდა პროფესიონალებს ბიზნეს ინოვაციებისა და მდგრადი განვითარების მიზნების ეფექტურად დანერგვაში.

აღნიშნული ცხრათვიანი პროგრამა ხელს უწყობს მომავალ ბიზნეს ლიდერებს, რათა მათ შეიმუშავონ და განახორციელონ ინოვაციური გადაწყვეტილებები ახალი ტექნოლოგიების, ინიციატივებისა და ბიზნეს მოდელების მეშვეობით და მიაღწიონ მათი კომპანიების მდგრად განვითარებას. პროგრამა აკავშირებს ქვედა და საშუალო რგოლის მენეჯერებს (35 წლამდე) სხვადასხვა ბიზნეს ერთეულებში, რათა მათ შეიმუშავონ თამამი, მაგრამ სიცოცხლისუნარიანი გადაწყვეტილებები, რომლებსაც შეუძლიათ დადებითი გავლენა მოახდინონ კომპანიასა და მდგრადი განვითარების მიზნებზე.

გააზიარე: